დაჭრილია ქობულეთის სამაშველო სამსახურის უფროსის ძმა

26 ივლისი 2020, 15:00 1113 ნახვა

ამ დრომდე არ დაუკავებიათ ქობულეთში, სამაშველო სამსახურის უფროსის ძმის დაჭრის ფაქტზე ეჭვმიტანილი. შემთხვევა გვიან ღამით რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. გურამ ხაბაზს ტყვია ფეხში მოხვდა, თუმცა თავს კარგად გრძნობს. თავად ხაბაზი ამბობს რომ არავინ დაუნახავს.

გვიან ღამით, სროლის ხმაზე გამოვიდნენ სახლიდან ახლობლებიც, გვიყვებიან, რომ სროლის შემდეგ  იარაღიანი ადამიანი გაიქცა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების მუხლით მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში