პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვს - ადვოკატები კი გირაოთი გათავისუფლებას 

27 ივლისი 2020, 10:43 1220 ნახვა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ნაწილის სასამართლო პროცესი იწყება. 

დღევანდელ სხდომაზე 11 პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯება.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს. აღნიშნულ შუამდგომლობას გიორგი ფოფხაძე მცხეთის რაიონულ სასამართლოში დღევანდელ სასამართლო პროცესზე დააყენებს.

პროკურატურა კი თერთმეტივე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს. პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განმარტებით, არსებობს მიმალვის საფრთხე, რადგან უმეტესობა არ თანამშრომლობს გამოძიებასთან.

გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი იმედოვნებს, რომ მოსამართლე ყველა ბრალდებულს პატიმრობაში დატოვებს. უკვე ცნობილია, რომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაკავებული სრულწლოვანი ბრალდებულების წინასასამართლო სხდომის თარიღი ერთი თვით გადავადდა.

არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში