სატელეფონო საუბარი გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის

28 ივლისი 2020, 12:07 1066 ნახვა

გიორგი გახარია მაიკ პომპეოს ტელეფონით ელაპარაკა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი მიზეზი იყო ვაშინგტონში დაგეგმილი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესია, რომელიც პანდემიის გამო გადაიდო. მათივე ინფორმაციით, მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ოქტომბერში საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას. მათივე ინფორმაციით, მაიკ პომპეომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერაც გამოხატა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში