გარდაცვლილი ფეხბურთელის შოთა მამინაშვილის ოჯახი დაზარალებულად ცნობას ითხოვს

28 ივლისი 2020, 18:25 1686 ნახვა

ფეხბურთელ შოთა მამინაშვილის ოჯახი დაზარალებულად ცნობას ითხოვს და საგამოძიებო უწყებას მიმართავს. ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ მეკარის გარდაცვალებიდან 3 წელი გავიდა, თუმცა გამოძიებამ დღემდე ვერ დაადგინა ფეხბურთელის გარდაცვალების რეალური მიზეზი. ადვოკატის განცხადებით, ოჯახმა დამოუკიდებლად მოიპოვა არა ერთი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც სპორტსმენს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და სამედიცინო შემოწმება არ გაუვლია. ჩვენ დავუკავშირდით პროკურატურას, სადაც გვითხრეს, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში