შშს: დაკავებულია 9 ნარკორეალიზატორი

28 ივლისი 2020, 18:52 982 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სისტემატიურად ყიდდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, 16 000 ლარამდე თანხა და მობილური ტელეფონები ნივთმტკიცებად ამოიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში