შაქარაშვილის საქმე - ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ

29 ივლისი 2020, 18:19 932 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატების ნაწილი მცხეთის რაიონული სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებენ. ბრალდებულების ინტერესების დამცველები აცხადებენ, რომ სასამართლოს არანაირი წინაპირობა არ ჰქონდა იმისთვის, რომ აღნიშნული 11 ბრალდებული პატიმრობაში დაეტოვებინა. მიაჩნიათ რომ მოსამართლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. დღესვე საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული სტატუსის მქონე ნ.ხ-ს ადვოკატმა განცხადება გააკეთა. ამბობს, რომ მედიამ არასრულწლოვნის კოდექსი დაარღვია, როცა მისი დაცვის ქვეშ მყოფის სოცილურ ქსელში არსებული მიმოწერა გაასაჯაროვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში