გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია - 20 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის განცხადება

31 ივლისი 2020, 10:28 1106 ნახვა

20 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია გიორგი რურუასადმი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნავენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დაუშვებლობა, 8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია.

პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს გასაჩივრებას  გეგმავენ გიორგი რურუას უფლებადამცველები. ადვოკატების თქმით, სააპელაციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართავენ, რაც განჩინება ჩაბარდებათ.

რურუას ინტერესების დამცველები აცახდებენ, რომ მოცემულ საქმეზე რურუა უდანაშაულოა, მოსამართლის ვერდიქტი კი არაკანონიერი, რადგან როგორც ადვოკატები ირწმუნებიან საქმეში რურუას წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. 

გიორგი რურუას საქმეზე საქალაქო სასამართლომ განაჩენი გუშინ გამოიტანა. მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში