12 წელი ფოთის დაბომბვიდან

08 აგვისტო 2020, 20:07 1714 ნახვა

2008 წლის რუსული ოკუპაცია ფოთში 33 დღე გაგრძელდა. პირველი რუსული ბომბი ნავსადგურის მე-7 ტერმინალზე ჩამოვარდა,რასაც კიდევ რამდენიმე საჰაერო იერიში და დაბომბვა მოჰყვა.

საბოლოო  ჯამში რუსმა ოკუპანტებმა  სტრატეგიული საპორტო ქალაქი 14  სექტემბერს დატოვეს. აგვისტოს ომს  აქ 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10-ბით კი დაშავდა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში