ევროპალიგაზე ბათუმის "დინამოს" მეტოქე ცნობილია

10 აგვისტო 2020, 15:46 1517 ნახვა

ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამოს მეტოქე ცნობილია. ბათუმელები ისრაელის "ჰაპოელ ბერ-შევას’’ დაუპირისპირდებიან.

პანდემიის გამო საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები ერთ მატჩიანი გახდა. წილისყრით ცნობილი გახდა რომ ერთმატჩიან დაპირისპირებას ისრაელი უმასპინძლებს.

"ჰაპოელ ბერ შევამ’’ ისრაელის დასრულებულ ჩემპიონატში 44 ქულა დააგროვა და მეოთხე პოზიციაზე გავიდა. გერმანული სტარანსფერო სააგენტოს ინფორმაციით "ბერ შევას" სრული შემადგენლობა 9 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

კლუბის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი 29 წლის პორტუგალიელი ჟოსე სოარეს პესკეირაა. ნახევარმცველის ღირებულება 900 000 ევროა. ''ჰაპოელ ბერ შევა'' დატოვა გუნდის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა ბენ საჰარმა. 31 წლის თავდამსხელმა გასულ სეზონში ეროვნულ ჩემპიონატში 13 გოლი გაიტანა და კარიერას ''აპოელში'' გააგრძელებს.

გუნდის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი და ამავდროულად კაპიტანი პორტუგალიელი ვიქტორ მიგელია. 31 ფეხბურთელი სხვადასხვა დროს ''ბენფიკასა'' და ''ლესტერის'' ღირსებას იცავდა.

წლევანდელ სეზონში ევროპისლიგაზე კიდევ ორი ქართული გუნდი გამოვა. თბილისის ‘’ლოკომოტივი’’ და ''საბურთალო'' . ''ლოკომოტივი'' საკუთარ მოედანზე კრაიოვას უნივერსიტატიას მიიღებს. ''საბურთალო'' გასვლაზე კვიპროსში ''აპოლონ ლიმასოლს'' შეხვდება. ევროპა ლიგის პირველი ეტაპის შეხვედრები 27 აგვისტოს გაიმართება.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში