ვითარება სტიქიის ზონაში

20 სექტემბერი 2020, 11:57 1132 ნახვა

სტიქიის შედეგად ჩაკეტილი გზების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება ქედის მუნიციპალიტეტში. უხვი ნალექის შედეგად მუნიციპალიტეტის 50 ლოკაციაზე ადიდდა მდინარე და განვითარდა მეწყრული პროცესები. ადიდებულმა მდინარემ საფრთხე დაახლოებით სამ საცხოვრებელ სახლს შეუქმნა. სოფელ გულებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლი.  ქედის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ოჯახებს საფრთხე არ ემუქებათ, მათ მდგომარეობას კი ორშაბათს გეოლოგები შეისწავლიან, დახმარებაც დასკვნის შესაბამისად გაეწევა. ამ დროოისთვის აღდგენილია ელექტრო ენერგიის მიწოდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში