„პატრიოტთა ალიანსი" სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

23 სექტემბერი 2020, 10:50 1357 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "პატრიოტთა ალიანსი" ანტითურქული საარჩევნო რეკლამის გამო 2 000 ლარით დააჯარიმა. საჩივრით ცესკოს "სამართლიანმა არჩევნებმა" მიმართა. ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ პარტიის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული 9 რეკლამიდან 6 ანტითურქული იყო და მიზნად ისახავდა თურქეთის მიმართ მტრული განწყობების  გაღვივებას. სასამართლოს გადაწყვეტილებას პატრიოტთა ალიანსი უსამართლოდ აფასებს.

ასევე ერთი თვის წინ პარტიის სახელით აჭარაში რამდენიმე ბანერი იყო გამოკრული გამოაკრა, სადაც აჭარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მსგავსად სხვა ფერად იყო გამოსახული. ბანერი ლელოს წევრებმა ჩამოხსნეს და რამდენიმე კვირაში მის ნაცვლად ერთიანი საქართველოს დროშა გააკრეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში