AdjaraTV http://site.ajaratv.ge/rss Georgian <![CDATA[გოდერძი ჩოხელის სახელობის კონკურსი]]> ajaratv.ge/article/161047 https://www.ajaratv.ge/rss დღეს გოდერძი ჩოხელის სახელობის რიგით მე-9 ლიტერატურული კონკურსის — „ერთგულება“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

სამკაციანმა ჟიურიმ ლიტერატურული მინიატურის ჟანრში სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომლებიც სიგელებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება პერფორმანსით გაიხსნა. ორგანიზატორების თქმით, კონკურსი წლებია ხელს უწყობს ჟანრის განვითარებას და ახალი ავტორების აღმოჩენას.

კონკურის მხარდამჭერი კულტურის სამინისტროა.

]]>
Mon, 15 Dec 2025 19:50:08 +0400
<![CDATA[მოლაპარაკებები უკრაინის გარშემო]]> ajaratv.ge/article/161046 https://www.ajaratv.ge/rss მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ახლა ბერლინია, სადაც სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებები გაიმართა. რამდენიმე საათის მანძილზე ზელენსკი და უიტკოფი ერთმანეთს დელეგაციებთან ერთად გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციაში ხვდებოდნენ.

ტრამპის 20 პუნქტიანი შეთანხმება და პირობები, რაც ომის დასრულების წინაპირობა უნდა გახდეს. ამ ეტაპზე ცნობილია ის, რომ უკრაინის პრეზიდენტი მზად არის უსაფრთხოების სანაცვლოდ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე. 

მედიის ცნობით, აშშ ითხოვს დონბასიდან უკრაინის ჯარების გაყვანას, კიევი კი არ თანხმდება მოთხოვნაზე.

]]>
Mon, 15 Dec 2025 19:48:47 +0400
<![CDATA[ენერგოფორუმი თბილისში]]> ajaratv.ge/article/161045 https://www.ajaratv.ge/rss „საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 - შეჯამება და მოლოდინები“-თემაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ კონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც ინგა ფხალაძემ აღნიშნა, ქვეყნის განვითარების პროცესში ენერგეტიკა მნიშვნელოვანი სტრატეგიული საფუძველია, რომელიც როგორც ეროვნული უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური კეთილდღეობის მიმართულებით საქართველოს გრძელვადიანი მიზნების განხორციელებას უზრუნველყოფს.

მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე, ენერგოეფექტურობის გაძლიერება, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობა და ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის  უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია.

]]>
Mon, 15 Dec 2025 17:35:06 +0400
<![CDATA[ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო]]> ajaratv.ge/article/161044 https://www.ajaratv.ge/rss თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების სისხლის სამართლის საქმის განხილვა. დღეს წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.  

ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა ერთ-ერთი კომპანიის ბუღალტერის გამოკითხვაზე , საუბარია კომპანიაზე, რომელსაც ადვოკატების თქმით, ჯუანშერ ბურჭულაძე თანამდებობის დაკავებამდე ფლობდა.

მათი თქმით, ბუღალტრის ჩვენებით დადასტურდება, რომ ბურჭულაძისთვის წაყენებული ბრალი უსაფუძვლოა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულები არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.

]]>
Mon, 15 Dec 2025 17:32:29 +0400
<![CDATA[საქართველოს პრეზიდენტი სიდნეიში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს]]> ajaratv.ge/article/161043 https://www.ajaratv.ge/rss საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც ყაველაშვილი წერს, თანაგრძნობას გამოხატავს მსხვერპლთა ოჯახების მიმართ.

„ღრმა თანაგრძნობას გამოვხატავთ მსხვერპლთა ოჯახების მიმართ და ვლოცულობთ დაჭრილების სრული და სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი.

 
]]>
Mon, 15 Dec 2025 15:27:49 +0400
<![CDATA[ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა ბრიუსელში]]> ajaratv.ge/article/161042 https://www.ajaratv.ge/rss ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაიწყო. მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომია. აღნიშნულთან დაკავშირებით, დისკუსიის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა. ევროკავშირი აპირებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს, ასევე მინისტრები იმსჯელებენ უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე. ვირტუალურ რეჟიმში შედგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან.  განსახილველ თემებს შორის არის ასევე ახლო აღმოსავლეთი, სირია და ევროკავშირის ურთიერთობები ჩინეთთან. შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ, საქართველოს შესახებ ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა. განცხადება გააკეთა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.

]]>
Mon, 15 Dec 2025 15:02:15 +0400
<![CDATA[შეფასებები საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე]]> ajaratv.ge/article/161041 https://www.ajaratv.ge/rss  ,,ბრიუსელში ეს შეხვედრაც საქართველოს წინააღმდეგ დარტყმებისთვის იქნება გამოყენებული“- განაცხადა  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა. დეპუტატს მოლოდინი აქვს რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოსთან დაკავშირებით არაერთ სიცრუე  და დეზინფორმაცია  გაჟღერდება.

]]>
Mon, 15 Dec 2025 15:01:29 +0400
<![CDATA[შეფასებები „ნაციონალური მოძრაობის “ საკონსტიტუციო სარჩელზე]]> ajaratv.ge/article/161040 https://www.ajaratv.ge/rss საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნების" მიერ მიღებული კანონების წინააღმდეგ, ენმ-ს მიერ  სარჩელის შეტანას   გახარიას პარტიაში ეხმაურებიან. პარტიაში ამ გადაწყვეტილებას სერიოზულად ვერ უყურებენ და აცხადებენ რომ  ნაც, მოძრაობის პარტიას არაკონსტიტუციურად გამოცხადების  საფრთხე ყველაზე ნაკლებად ემუქრება,  რადგან  როგორც ვიკა ფილფანი ამბობს  "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთის რომ ენმ ,    ფეხზე დამდგარიყო. 

]]>
Mon, 15 Dec 2025 15:00:42 +0400
<![CDATA[„დემოგრაფიული პოლიტიკა საქართველოში“]]> ajaratv.ge/article/161036 https://www.ajaratv.ge/rss „დემოგრაფიული პოლიტიკა საქართველოში“- პარლამენტში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ ინიციატივით სტაჟიორებთან შეხვედრა გაიმართა.    შეხვედრაზე   იმსჯელეს  საქართველოში მოქმედ დემოგრაფიულ გამოწვევებზე და იმ პოლიტიკურ ნაბიჯებზე, რომლებიც  საჭიროებს  რეაგირებას.

]]>
Mon, 15 Dec 2025 14:57:21 +0400
<![CDATA[კოლუმბიაში ავტობუსის გზიდან გადავარდნას მსხვერპლი მოჰყვა]]> ajaratv.ge/article/161038 https://www.ajaratv.ge/rss კოლუმბიაში ავტობუსი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ავტობუსი სკოლის ექსკურსიის შემდეგ კარიბის ზღვის ქალაქ ტოლუდან მედელინში მიემგზავრებოდა და მას ანტიოკენიოს რეგიონის სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა. მოსწავლეები სკოლის დამთავრებას აღნიშნავდნენ.

]]>
Mon, 15 Dec 2025 14:40:07 +0400
<![CDATA[ყაზახურმა ავიაკომპანია Scat Airlines-მა შიმკენტიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა]]> ajaratv.ge/article/161035 https://www.ajaratv.ge/rss ყაზახურმა ავიაკომპანია Scat Airlines-მა შიმკენტიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

ავიაკომპანია შიმკენტსა და თბილისს შორის კვირაში ორი სიხშირით იფრენს. პირველი რეისით შიმკენტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და პირიქით, 166-მა მგზავრმა ისარებლა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებულ ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერითეა ზაქარაძე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ყაზახეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ეკონომიკური და სატრანზიტო-ლოგისტიკური კუთხით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს შუა დერეფნისთვის.

„შიმკენტი არის მეხუთე ყაზახური მიმართულება, რომელიც წლის განმავლობაში საქართველოსა და ყაზახეთს შორის სრულდება. ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლას ამჟამად 3 ავიაკომპანია ასრულებს: თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან Air Astana დაSCAT Airlines, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან FlyArystan ასრულებს.

საქართველოსა და ყაზახეთს შორის მგზავრთნაკადი ყოველწლიურად იზრდება. 11 თვეში საქართველოს აეროპორტები304 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, რაც გასულ წელთან შედარებით 10%-ით მეტია“,- აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციაში.

 
 
]]>
Mon, 15 Dec 2025 14:12:42 +0400
<![CDATA[16-17 დეკემბერს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს - გარემო]]> ajaratv.ge/article/161034 https://www.ajaratv.ge/rss გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-17 დეკემბერს საქართველოში ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, ხოლო 18 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 16 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 17-18 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 16 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 17-18 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის ფოთი): 16 დეკემბერს ნალექია მოსალოდნელი, ხოლო 17-18 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 16 დეკემბერს თოვლია მოსალოდნელი, ხოლო 17-18 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 16-17 დეკემბერს ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი აღინიშნოს, ხოლო 18 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +2 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 16-17 დეკემბერს ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი აღინიშნოს, ხოლო 18 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით -2, -4 გრადუსი დაფიქსირდება“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 
 
]]>
Mon, 15 Dec 2025 13:01:20 +0400