07 აპრილი 2017, 20:00 1776 ნახვა

მუსიკალურ-შემეცნებითი გადაცემა „შაბათიდან შაბათამდე“. დღევანდელ გადაცემაშია: დავით მაღრაძის ახალი პოეტური კრებულის პრეზენტაცია. ქართულ ტრადიციულ სუფრას - არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. „მუსიკალურ კალენდარში“ მოგითხრობთ ფრენკ სინატრას ჰიტის My way შესახხებ და გაგაცნობთ პოპ-მომღერლის მერაია ქერის ცხოვრებასა და შემოქმედებას. გაეცნობით კულტურის, კინოსა და მუსიკის სიახლეებს - ლეონიდ გაიდაის ფილმმა "კავკასიელი ტყვე ქალი, ანუ შურიკის ახალი თავგადასავლები" 50 წლის იუბილე აღნიშნა, „ბი-ბი-სის“ არხზე რომანტიული კომედიის „რეალური სიყვარულის“ სიკველი გამოდის, გარდაცვალების შემდეგ ლეგენდარული მუსიკოსის ჩაკ ბერის ახალი ალბომი გამოვა და შეიტყობთ აგრეთვე, შოუ-ბიზნესის სხვა სიახლეებს.