ბაზრის კვლევის ელექტრონული მეთოდი

02 ნოემბერი 2025, 11:58 120 ნახვა

ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდულის დანერგვა და ცენტრალიზებული შემსყიდველი ორგანოს შექმნა – სწორედ ამ ინიციატივით გეგმავს საქართველოს მთავრობა კორუფციული რისკების პრევენციას ანტიკორუფციული რეფორმების ფარგლებში.

მთავრობაში ამბობენ, რომ ინიციატივა გამორიცხავს არაკანონიერ გარიგებებს შემსყიდველ ორგანიზაციებსა და კომპანიებს შორის. კანონის მიღების შემდეგ, სატენდერო ბაზრის კვლევაში 40 000 ეკონომიკური ოპერატორი მიიღებს მონაწილეობას.

შესყიდვების პროცესში, სახელმწიფოს ექნება ერთიანი მიდგომა და პირობები, ყველა შემსყიდველი კომპანია კი კანონით იქნება ვალდებული, დაიცვას რეგულაციები. ინიციატორები მიიჩნევენ, რომ გამჭვირვალობასა და კორუფციული რისკების შემცირებასთან ერთად, მოდული უზრუნველყოფს სამართლიანი კონკურენციის პირობებსაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე