ავიაკატასტროფის ადგილზე 18 სამხედროს ცხედარია ნაპოვნი

12 ნოემბერი 2025, 15:11 204 ნახვა

თურქული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად   ნაპოვნია 18 დაღუპული, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, – განაცხადა  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა.   თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ტერიტორიაზე თურქული თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ვინაობა დაასახელა.  მათ შორის არიან პილოტი, თვითმფრინავის ტექნიკური სამსახურის უფროსი, ტექნიკური სერჟანტი და  ტექნიკური უფროსი, საჰაერო შტაბის უფროსი და საჰაერო ძალების ოფიცრები.  

ავიაკატასტროფას სულ 20 ადამიანი ემსხვერპლა. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თურქული სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილას სამაშველო და საგამოძიებო სამუშაოებს ამ დრომდე მიმდინარეობს.  სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩასართავად თურქეთმა საქართველოში  საგამოძიებო  ჯგუფი და უპილოტო საფრენი აპარატი გამოგზავნა. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა გუშინ საღამოს განიცადა.

თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით  ასრულებდა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო მუხლით, რომელიც  საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის შესახებ - აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო "აპა" წერს, რომ C-130-ს  ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერებები ან მოწყობილობები არ ყოფილა.  

იყო მხოლოდ გამანადგურებლების F-16-ის სათადარიგო ნაწილები და ადამიანები, რომლებიც ტექნიკურ მხარდაჭერას უწევდნენ თურქულ F-16 თვითმფრინავებს და რომლებიც ბაქოში 8 ნოემბერს გამართულ სამხედრო აღლუმში მონაწილეობდნენ. სააგენტოს ინფორმაციით,  პირველადი დაკვირვებით  თვითმფრინავის კორპუსზე გარე ზემოქმედების კვალი არ შეინიშნება.  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე