სამძიმრის წერილები

12 ნოემბერი 2025, 15:16 167 ნახვა

თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს დაღუპულთა გამო  თურქეთის პრეზიდენტს სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.  ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო, ამ რთულ დროს, სრულ სოლიდარობას უცხადებს თურქ  მეგობრებს.
თურქეთის პრეზიდენტს და თურქ ხალხს სამძიმარს  უცხადებენ ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები. დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე