ბიუჯეტის პროექტის განხილვა

12 ნოემბერი 2025, 15:22 110 ნახვა

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ პროექტის გადამუშავებული ვარიანტი დღეს პლენარულ სესიაზე განიხილება.  კანონმდებლების მსჯელობის შემდეგ, დოკუმენტი ბოლო შესწორებებისთვის კვლავ მთავრობას გადაეგზავნება. არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით, 3 მილიარდი ლარით არის გაზრდილი.
მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების გაზრდილი დაფინანსება. ოპოზიციის კრიტიკა დაიმსახურა მთავრობის  სოციალურმა  პოლიტიკამ, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრებს ჰქონდათ კითხვები სოციალური საკითხების მიმართულებით, მათ შორისაა პენსიები, მოსწავლეების კვება სკოლებში, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები. კითხვები ასევე  დაისვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დეპუტატები ქართული ოცნებიდან საუბრობენ  სკოლის ტექნიკური პერსონალის ხელფასებსა და საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურების ზრდის აუცილებლობაზე. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე