აჭარის კულტურის მინისტრი საფრანგეთში პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში ჟიურის წევრად არის მიწვეული

12 ნოემბერი 2025, 16:24 258 ნახვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში -  „French Riviera Masters“ ჟიურის წევრად არის მიწვეული.

ელიტარულ  საერთაშორისო კონკურსში, რომელიც ქალაქ ნიცაში პირველად ტარდება, მონაწილეობის მიღების უფლება მხოლოდ ლაურეატ პიანისტებს აქვთ.

13 ნოემბერს, ნიცის ოპერის ლეგენდარულ დარბაზში, ნაციონალური სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ფინალური ტური გაიმართება. საერთაშორისო ჟიური ხვალ მთავარი პრიზის მფლობელს გამოავლენს. 

ფინალურ ტურში 22 კანდიდატიდან მხოლოდ 2 ახალგაზრდა პიანისტი გადავიდა. აღსანიშნავია, რომ მათ შორის არის ქართველი პიანისტი ბარბარე თათარაძე, რომელიც საქართველოს სახელით იღებს მონაწილეობას. ბარბარე საერთაშორისო კონკურსში აჭარის კულტურის მინისტრის მხარდაჭერით მონაწილეობს. 

„ეს კონკურსი არა მხოლოდ მაღალი დონის მუსიკალური ღონისძიებაა, არამედ უნიკალური პლატფორმა, სადაც ტალანტი, შრომა და ეროვნული კულტურა ერთიანდება საერთაშორისო აღიარებისკენ მიმავალ გზაზე. ქართული მუსიკალური სკოლა ყოველთვის გამოირჩეოდა ოსტატობითა და სიღრმით - ჩვენი ახალგაზრდა მონაწილე სწორედ ამ ტრადიციის ღირსეული გამგრძელებელია,“ - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე