ცერემონიების სასახლეში დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა.
ცერემონიას, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, დიპლომატიის კორპუსის წევრები და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სიტყვით გამოსვლებისას, ქვეყნის პირველმა პირებმა დიპლომატებს დღევანდელი დღე მიულოცეს და ამ საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.