სამუშაო შეხვედრა

14 ნოემბერი 2025, 12:19 108 ნახვა

ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვისთვის ქვეყანაში არსებული ნაგავსაყრელები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი ნარჩენების განთავსების ობიექტებით და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელით უნდა ჩანაცვლდეს.
სწორედ ამიტომ  რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში ახალი არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობისთვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე ქუთაისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა არსებული ნაგავსაყრელებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს.
ქვეყანაში  ნაგავსაყრელების  ნაწილი საერთაშორისო სტანდარტებთან  შეუსაბამობაშია,  ზოგიერთი მათგანი ახლოს მდებარეობს დასახლებულ პუნქტებთან, რაც, თავის მხრივ, მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის და საფრთხის შემცველია ჯანმრთელობისთვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე