საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს მეპარალელება თავმჯდომარე შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები. არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონში ინიცირებულ სამშვიდობო შეთანხმებას არა ერთი პრაქტიკული შედეგი უკვე მოჰყვა და მიმდინარეობს შეთანხმების საბოლოო ხელმოწერის საკითხზე მოლაპარაკებები.
ასევე, ხაზი გაესვა დადებით დინამიკას სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობებში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში დაძაბულობის პერიოდი დასრულდა და იწყება ახალი შესაძლებლობების ერა, რაც რეგიონს დიდ სარგებელს მოუტანს. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც.