ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას ხეობაში, დამეწყრილი მონაკვეთების აღსადგენად, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ზაზა შავაძე მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტის მერთან ზაზა დიასამიძესთან ერთად მიმდინარე საპროექტო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი ხიდისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა.
ინფორმაციას აჭარის საავტომობილო გზების დეპარტმენტი ავრცელებს.