ეუთო-ოდირი"გადაუდებელ მოსაზრებას" აქვეყნებს ოქტომბერში დაჩქარებული წესით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით.
საუბარია ცვლილებებზე ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში, რომლის მიხედვითაც საპროტესტო აქციაზე, გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან აქციაზე „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება.
თუ პოლიცია ადამიანს იმავე ბრალდებით განმეორებით დააკავებს, მაშინ მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება. დასკვნა სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე მომზადდა.
დასკვნის მიხედვით, ცალკეული არაძალადობრივი ქმედებებისათვის თავისუფლების აღკვეთის შემოღება, საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანისა თუ ასეთი ზიანის გამოწვევის განზრახვის მტკიცებულების გარეშე, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაცული ქმედების კრიმინალიზაციას.
ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე.
ეუთო/ოდირის შეფასებით, 2025 წლის ოქტომბრის ზემოაღნიშნული ცვლილებები სერიოზულ წუხილებს წარმოშობს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებთან საქართველოს შესაბამისობის თაობაზე.