განათლების მინისტრის ვიზიტი ჩინეთში

14 ნოემბერი 2025, 17:47 94 ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს ,მინისტრმა კონფერენციაზე საქართველოს განათლების სისტემის რეფორმაზე, დანერგილ სიახლეებსა და ჩინური ენის სწავლების ხელშეწყობაზე ისაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში გივი მიქანაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრ შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები და ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელების საკითხები განიხილეს.

მსოფლიო კონფერენციაში 160 ქვეყნის განათლების მინისტრი, საგანმანათლებლო სფეროს ლიდერები და უნივერსიტეტების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე