უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს.
პეკინსა და თბილისს შორის ფრენები 2 დეკემბრიდან ქალაქ ურუმჩის გავლით კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.
ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა დღეს მიენიჭა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთის დედაქალაქთან პირდაპირი მიმოსვლის დაწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის შედეგია, რომლის ფარგლებში, სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, განხილული იყო სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავება.
უწყების ინფორმაციით, ორ დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება დადებითად აისახება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებზე.