ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გრძელდება

14 ნოემბერი 2025, 19:46 149 ნახვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს.

პროკურატურა მზია ამაღლობელისათვის ბრალის და სასჯელის დამძიმებას ითხოვს, ამაღლობელის ადვოკატები კი მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გაუქმებასა და გათავისუფლებას ითხოვენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბრალი, რომელიც მზია ამაღლობელს ჰქონდა წარდგენილი და გულისხმობდა პოლიციელზე თავდასხმას, გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო წინააღმდეგობაში, მუქარასა ან ძალადობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად, ქუთაისში მისი კოლეგები და ოჯახის წევრები ჩავიდნენ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე