ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში პეპი გრძელიწინდას 80 წლის იუბილე აღნიშნეს.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფორმატში მოისმინეს ინფორმაცია ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, ასევე „პეპი გრძელიწინდას“ შექმნის ისტორია.
პროგრამის ფარგლებში გაიმართა კოსტუმირებული პერფომანსი, ასევე, მოსწავლეებმა წარმოადგინეს პერსონაჟების დიალოგები და მუსიკალური ნომრები.