საერთაშორისო ტურნირი კონტაქტურ კარატეში

02 დეკემბერი 2025, 09:59 86 ნახვა

6-7 დეკემბერს პოლონეთის დედაქალაქი  კონტაქტურ კარატეში ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს „კოკორო კაპს“ უმასპინძლებს. შეჯიბრება კონტაქტური კარატეს ევროპის ფედერაციის ეგიდით ტარდება და აღმოსავლური ორთაბრძოლების ამ სახეობაში საკმაოდ პრესტიჟულად ითვლება, ვინაიდან მასში მონაწილეობის მიღება მხოლოდ იმ სპორტსმენებს შეუძლიათ, რომლებსაც თავად ევროპის ფედერაცია მიიწვევს.

ტურნირზე, რომელიც მხოლოდ ერთ, - აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გაიმართება, იბრძოლებენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები, ასევ იაპონიის ღია ჩემპიონატის გამარჯვებულები.

საქართველოს ტურნირზე ევროპის ორგზის, მოქმედი ჩემპიონი დიდებში და ახალგაზრდებში მსოფლიო თასის მფლობელი დავით მსხალაძე წარადგენს.

ამავე ტურნირზე შეჯიბრება ახალგაზრდებს შორისაც გაიმართება. ჩვენი ქვეყნის ღირსებას ოთარ შაინიძე, გიორგი წილოსანი და ახალგაზრდებს შორის ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი დიმიტრი მსხალაძე დაიცავენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი