ბულგარეთში მრავალათასიანი პროტესტი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს მოჰყვა

02 დეკემბერი 2025, 09:48 85 ნახვა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიასა და რამდენიმე სხვა ქალაქში ათასობით ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო აქციზე. მოქალაქეები  2026 წლის ბიუჯეტის გეგმას აპროტესტებდნენ, რომელიც ევროში შემუშავებული პირველი გეგმაა, სანამ ევროკავშირის წევრი ქვეყანა 1-ელ იანვარს საერთო ვალუტას მიიღებს.  მომიტინგეების ნაწილი პოლიციას დაუპირისპირდა, რომელმაც სოფიაში მმართველი პარტიების ოფისები ალყაში მოაქცია.

წესრიგისდამცეველებს ქვებს, ბოთლებსა და ფეიერვერკების ესვროდნენ. 28 ნოემბერს, მსგავსი საპროტესტო აქციების შემდეგ,   მთავრობამ პირობა დადო, რომ პარლამენტს ხელახლა წარუდგენდა 2026 წლის ბიუჯეტის გეგმას, რათა ოპოზიციურ პარტიებთან, პროფკავშირებთან და დამსაქმებლებთან კონსულტაციებისთვის მეტი დრო ჰქონოდა.

პარლამენტის კომიტეტმა ბიუჯეტის გეგმა პირველი მოსმენით 18 ნოემბერს მიიღო.

ოპოზიციური პარტიები და სხვა ორგანიზაციები აპროტესტებენ მთავრობის გეგმებს, რომელიც სოციალური უზრუნველყოფის  შენატანებისა და უფრო მაღალი ხარჯების დასაფინანსებლად დივიდენდებზე გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს, ასევე სახელმწიფო კორუფციას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი