ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა დუბლინში ჩავიდნენ. უკრაინის ლიდერი პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინს შეხვდება და ირლანდიის ვიცე-პრემიერთან ერთად ირლანდია-უკრაინის ეკონომიკურ ფორუმს გახსნის. ზელენსკი ასევე შეხვდება ქვეყნის ახლადარჩეულ პრეზიდენტს.
ირლანდიაში მისი ვიზიტი უკრაინის სამშვიდობო გეგმისთვის კრიტიკულ დროს ემთხვევა.
დუბლინში ფლორიდიდან უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს და უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელ რუსტემ უმეროვსაც ელოდებიან, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის ამერიკულ მხარესთან გამართული მოლაპარაკებების დეტალებს პირადად აცნობებს.
