არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში.
უწყების ინფორმაციით, სოფელ ნატანებში, მოქალაქეს ლენტური ტიპის უკანონო სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული.
ტერიტორიაზე განთავსებული იყო წიწვოვანი სახეობის 43 ერთეული მორი და 3 კუბურ მეტრამდე მოცულობის ფიცარი.
