BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟი - პოლიტიკური შეფასებები

02 დეკემბერი 2025, 11:09 70 ნახვა

მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა საერთაშორისო მედიის საგამოძიებო რეპორტაჟი და სტატია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბიბისის სტატიის შემდეგ „მტრულ საქმიანობაში დახმარების“ და „უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლებით დაიწყო გამოძიება. დღეს ცნობილი ხდება რომ ამ გამოძიების ფარგლებში გამოძიებაზე დაიბარეს, კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც ბიბისის საგამოძიებო ფილმში ფიგურირებს. 

ასევე ცნობილია, რომ ბიბისის ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს ქართული ოცნება.

შეგახსენებთ, ბიბისი-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური საშუალებები გამოიყენა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ესაუბრნენ მსოფლიო მომსახურების ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

მმართველ გუნდში საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი შეფასებით, აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელება დაკავშირებულია, საქართველოში გარე ძალებისგან მართული, ჩავარდნილი არეულობის გამო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი