შავ ზღვაში რუსულ ტანკერზე თავდასხმა განხორციელდა

02 დეკემბერი 2025, 14:01 101 ნახვა

თურქეთის საზღვაო ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთიდან საქართველოში მზესუმზირის ზეთით დატვირთულ ტანკერ მიდვოლგა-2-ზე თავდასხმა განხორციელდა და ახლა თურქეთის პორტ სინოპისკენ მიემართებოდა.

თავდასხმა თურქეთის სანაპიროდან 129 კილომეტრის მოშორებით მოხდა, თუმცა ეკიპაჟის 13 წევრი არ დაშავებულა. თურქულმა სააგენტომ დამატებითი დეტალები არ გაავრცელა.

რუსულმა საინფორმაციო სააგენტო ტას-მა დააკონკრეტა, რომ მიდვოლგა-2 არის რუსული გემი, რომელიც რეგისტრირებულია სანქტ-პეტერბურგის პორტში და ცურავს რუსეთის დროშის ქვეშ.

პარასკევს, გამბიის დროშის ქვეშ მცურავ ორ სანქცირებულ ტანკერს თავს დაესხნენ უკრაინული უპილოტო კატარღები, რომლებიც რუსეთის პორტებისკენ მიემართებოდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში