გასტრონომიული ფორუმი სრულდება

02 დეკემბერი 2025, 14:09 77 ნახვა

„გასტრო ბათუმი" გრძელდება. დღეს, ადგილობრივ მზარეულებს ცნობილი ფრანგი ფიშმონგერი აღნო ვანამი, თევზეულის თანამედროვე ტექნიკით  დამუშავების მასტერკლასს უტარებს. მონაწილე მზარეულები  თევზეულის დამუშავების პროცესში თავად მონაწილეობენ და მიღებულ ინფორმაციას პრაქტიკულად ცდიან.

მასტერკლასები დღის ბოლომდე გაგრძელდება და მასში მზარეულების სხვადასხვა ჯგუფები ჩაერთვებიან.

გასტრო ბათუმი 30 ნოემბერს მიშლენის ვარსკვლავოსანი შეფების, კულინარიული ექსპერტებისა და ცნობილი ქართველი შეფების პანელური დისკუსიებით გაიხსნა. 

გუშინ კი მზარეულებს თევზეულის კერძების მომზადების მასტერკლასები ჩაუტარდათ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში