მძიმე დანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

02 დეკემბერი 2025, 13:50 68 ნახვა

ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების, არაადამიანური მოპყრობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა  ბანქოს თამაშის შემდეგ თანასოფლელებს მუქარითა და ფიზიკური ძალადობით გამოსძალეს 6 500 აშშ დოლარი და 2 800 ლარი. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ერთ-ერთს ისევ დაუკავშირდნენ და მოსთხოვეს 10 000 ლარის გადახდა, ხოლო 28 ნოემბერს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, წაიყვანეს მარნეულში დაუსახლებელ ადგილას, სადაც მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გააშიშვლეს, გადაუღეს ფოტო და ვიდეო კადრები, დღის ბოლომდე გადაუხდელობის შემთხვევაში კი არსებული ფოტო-ვიდეო მასალის გასაჯაროვებით დაემუქრნენ, რის შემდეგაც მსხვერპლმა თვითმკვლელობა სცადა.

დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში