BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟი - პოლიტიკური შეფასებები

56 წუთის წინ 57 ნახვა

მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა საერთაშორისო მედიის საგამოძიებო რეპორტაჟი და სტატია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბიბისის სტატიის შემდეგ „მტრულ საქმიანობაში დახმარების“ და „უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლებით დაიწყო გამოძიება.

ასევე ცნობილია, რომ ბიბისის ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის საერთაშორისო სასამართლოში უჩივლებს ქართული ოცნება.

შეგახსენებთ, ბიბისიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური საშუალებები გამოიყენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში