რა კრიტერიუმებით მოხდება სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სადაც ჩარიცხულებს სწავლას სრულად სახელმწიფო დაუფინანსებს. ახალი წესი ძალაში 2026 წლიდან შევა. უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობა იგივე დარჩება, ფაკულტეტებზე კვოტების გადანაწილება კი შრომის ბაზრის ანალიზს დაეფუძნება.
