ვიქტორ ორბანი ევროკავშირს ისევ აკრიტიკებს

07 დეკემბერი 2025, 12:03 116 ნახვა

ევროპა ახლა ოთხსაფეხურიანი ომის ესკალაციის ბოლო ფაზაშია, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, ევროპა კონფლიქტისკენ სწრაფად მიიწევს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა ევროკავშირის გადაწყვეტილებები, რამაც უნგრეთის ხმა სანქციების პოლიტიკაში უკანა ფლანგზე გადასწია. „ეს სრული თავხედობაა. ევროკავშირმა სანქციები სავაჭრო პოლიტიკად გადააკვალიფიცირა, ამიტომ მათ ერთსულოვანი გადაწყვეტილებები აღარ სჭირდებათ. ამან მათ საშუალება მისცა, ჩვენთვის გვერდი აევლოთ. ეს უპატივცემულობის აქტია“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში