იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 100 კილოგრამ წონითი კატეგორიის ქართველმა ფინალში ულამაზესი გდებით იაპონელი დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
სულამანიძემ ტოკიოს გრანდ სლემზე მედალი კარიერაში პირველად მოიპოვა და მეოთხე ქართველი გახდა ვისაც ეს პრესტიჟული ტურნირი აქვს მოგებული. გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. დღეს ქართულ-იაპონური დაპირისპირება გაიმართება ორივე ბრინჯაოს ფინალში. ლაშა შავდათუაშვილის მეტოქე შუსუკე უჩიმურა იქნება, ზაურ დვალაშვილის - იოშიტო ჰოჯო.
