„შავი ლომი“ „მონპელიესთან“ დამარცხდა

07 დეკემბერი 2025, 12:11 135 ნახვა

„შავმა ლომმა“ ჩელენჯ თასის მესამე სეზონი თბილისში „მონპელიესთან“ მატჩით გახსნა და პირველის ტაიმის 13:0 მოგების მიუხედავად, შეხვედრა 13:24  დათმო.  ანგარიში ლუკა ცირეკიძის მიერ გატანილი ჯარიმით გაიხსნა.
მალე ქართულმა გუნდმა ლელოც დადო – თავი აკაკი ტაბუცაძემ გამოიჩინა. ტაიმის ბოლომდე ლუკა ცირეკიძემ კიდევ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხა და პირველი ნახევარი „შავმა ლომმა“  13:0 მოიგო. მეორე ტაიმი „მონპელიემ“ აქტიურად დაიწყო, ტაიმის დასაწყისშივე ჯორდან უელესემ ლელო დადო და სხვაობა შეამცირა. მატჩის ბოლომდე ფრანგებმა კიდევ სამი ლელო გაიტანეს.  

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში