სამშენებლო მასალების გამოფენა

07 დეკემბერი 2025, 15:05 160 ნახვა

ბათუმში სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და უძრავი ქონების გამოფენა დღეს დასრულდება.   მე-14 საერთაშორისო გამოფენაზე  ორმხრივი შეხვედრების ფორმატში კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ  ახალი ბიზნეს კონტაქტები დაემყარებინათ  და ერთმანეთის პროდუქციას გაცნობოდნენ. ღონისძიებაზე  წელს    80-ზე მეტი  კომპანია ჩაერთო, როგორც ადგილობრივი ასევე  უცხოური. საერთაშორისო გამოფენის  ორგანიზატორი საგამოფენო კომპანია  Expo Batum-ია. სამშენებლო მასალების გამოფენა ბათუმში ყოველწლიურად ტარდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში