9 თვის ოფიციალური სტატისტიკით, თაფლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი თითქმის 166 ათას დოლარამდე შემცირდა. წლიურად კლება 23.5%-ია. ექსპორტის კლების მიზეზად სექტორის წარმომადგენლები გასულ წელს თაფლის განახევრებულ მოსავალს ასახელებენ. რაც მათი თქმით, უამინდობამ და ფუტკრის დაავადებებმა გამოიწვია. აცხადებენ, რომ განსაკუთრებული კლება აკაციის თაფლზე ფიქსირდება, რომელიც ევროპულ ბაზრებზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. თაფლის სექტორში არსებულ ვითარებაზე, ვნახოთ თემო სალუქვაძის რეპორტაჟი.
