დღეს რუბრიკა “ფრაგმენტებ"-ის კამერის ობიექტივში იზმირში მცხოვრები ქართველები მოხვდნენ. მოგიყვებით ქართული ენის კურსებზე და ჩვენებურებზე, რომლებიც დაკარგვის საფრთხის წინაშე მყოფი მშობლიური ენის გადარჩენას ცდილობენ. ქართული ენის კურსები იზმირში 2012 წელს ქართული კულტურის ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივით გაიხსნა და ჩვენ ენას აქ ყოველწლიურად 300-მდე მსურველი ეუფლება. მათ შორის არიან როგორც ეთნიკური ქართველები ასევე სხვა ეროვნების წარმომადგენლები. ირინე წუწუნავა და ლაშა თავდგირიძე მოგიყვებათ იზმირელ ჩვენებურებსა და მათ სასწავლო კურსზე დღეს საღამოს 20:00 საათიანი გამოშვების დასასრულს.
