კამბოჯასა და ტაილანდს შორის განახლებულ შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა

09 დეკემბერი 2025, 09:31 111 ნახვა

ტაილანდის საზღვაო ძალებმა ტაილანდ-კამბოჯის საზღვარზე, ტრატის პროვინციაში, კამბოჯის სამიზნეებზე თავდასხმა განახორციელეს. ტაილანდის სამხედრო ჩინოვნიკების თქმით, ხუთ სასაზღვრო პროვინციაში შეტაკებები მოხდა და ტრატის პროვინციაში კამბოჯელი ჯარების განდევნის მიზნით საზღვაო ძალების მიერ წარმოებული ოპერაცია მალე დასრულდება.

მათი თქმით, კამბოჯა ტაილანდის ძალებზე თავდასხმისთვის არტილერიას, რაკეტებს და ბომბების ჩამომგდებელ დრონებს იყენებდა. კამბოჯის თავდაცვის სამინისტრომ ტაილანდი „სასტიკ და უკანონო ქმედებებში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ორშაბათს განახლებული შეტაკებების შედეგად  ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 20 მძიმედ დაშავდა.

ტაილანდის ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია სამი ჯარისკაცი  და დაშავებულია 29 ადამიანი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში