„მაშინ, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ევროკავშირი ურყევად უჭერს მხარს უკრაინას“. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დაფინანსებასთან დაკავშირებული ჩვენი წინადადებები განსახილველად არის წარდგენილი, მიზანია ძლიერი უკრაინა, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან“ - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, აღნიშნული პრიორიტეტები განიხილეს ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრაზე. უკრაინის პრეზიდენტის, განცხადებით, „კარგი და პროდუქტიული“ შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან. ზელენსკის განცხადებით, ლიდერებს დიპლომატიური ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
