2026-2030 წლების გაერო-ს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია

09 დეკემბერი 2025, 15:05 73 ნახვა

ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს - 2021-2024 წლებში, ირაკლი კობახიძის განცხადებით საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, საშუალოდ 9.8%, დააფიქსირა.

2025 წლის პირველი 10 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 7.6%-ს შეადგენს. 

პრემიერის თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია შემდგომ წლებშიც შენარჩუნდება.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში