საარქივო სამმართველოს პრიორიტეტები

04 მაი 2017

საარქივო საცავების რეაბილიტაცია და ელექტრონული არქივის შექმნა შეიტანა აჭარის საარქივო სამმართველომ მომავალი 4 წლის პრიორიტეტების გეგმაში.  

2018 – 21 წლების სამოქმედო გეგმა დღეს საჯაროდ განიხილეს.  დოკუმენტში ახალი საგამოფენო დარბაზების მოწყობა არ ასახულა. საარქივო სამმართველოს დირექტორის ინფორმაციით, საგამოფენო დარბაზების პრობლემის მოსაგვარებლად  კონსულტაციები მიმდინარეობს.