შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი გაიმართა

14 აპრ 2019

სასწავლო ფსიქოთერაპიული პროგრამის „ბიოსინთეზის“ ფარგლებში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი გაიმართა. ფსიქოთერაპევტი ესპანელი ტრენერი, მონაწილეებს თანამედროვე ფსიქოთერაპიის მიმდინარეობის აქტუალურ საკითხებს და მუშაობის სპეციფიკას აცნობს.

პროგრამაში სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები, თერაპევტები და ფსიქოლოგიის სპეციალობის კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.