ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა

18 აპრ 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ნათია თურნავას დანიშვნის ბრძანება  ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე უკვე აიტვირთა. გიორგი ქობულია თანამდებობიდან გუშინ გათავისუფლდა. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას იგი 9 თვის განმავლობაში იკავებდა.