სამაშველო სამსახურიდან პარლამენტში

19 აპრ 2019

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურს მიხეილ ფეიქრიშვილი უხელმძღვანელებს. ის ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მუშაობდა და პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა. 

მან წასვლის შესახებ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა და მადლობა საჯაროდ გადაუხადა მეხანძრე - მაშველებს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც მასთან მუშაობდა. მიხეილ ფეიქრიშვილი სხვადასხვა დროს ტელეჟურნალისტად მუშაობდა.